საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამა წლის 14 ოქტომბერს ენერგოკომპანიებს შორის მინი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრას დაესწრო. ფინალური მატჩში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისა” და სს „საქრუსენერგოს”გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ ტურნირის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მონაწილე გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს, ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც ტურნირის I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სიმბოლური მედლები და საჩუქრები გადაეცათ. ტურნირის ორი საპრიზო თასი: ტურნირის საუკეთესო მცველისა და საუკეთესო მოთამაშის, ჩვენი გუნდის ორ წევრს, დავით მაღლაკელიძესა და დიმიტრი ანდღულაძეს გადაეცათ.
გულითადად ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლას.