2025 წლის 29 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩატაებულ იქნა სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება (ოქმი №4), და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
საკითხი №1. სს გეს „საქრუსენერგო’’-ს 2026 წლის ბიზნეს-გეგმის დამტკიცების შესახებ.
გადაწყვეტილება:
1.1. დამტკიცდეს სს გეს „საქრუსენერგო’’-ს 2026 წლის ბიზნეს-გეგმა წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი№1-ის შესაბამიასად.
1.2. დაევალოს სს გეს „საქრუსენერგო“-ს გენერალურ დირექტორს უზრუნველყოს ეგხ 500 კვ „კავკასიონი“-ს საპროექტო გამტარუნარიანობის აღდგენის ღონისძიებების შესრულების კონტროლი და მათი შესრულების შესახებ ანგარიშის ყოველკვარტალურად სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამთვალყურეო საბჭოზე განსახილველად გატანა.
საკითხი №2. 2025 წლის შედეგებით სს გეს „საქრუსენერგო“-ს ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნით სს გეს „საქრუსენერგო“-ს აუდიტორული ორგანიზაციის არჩევის შესახებ.
გადაწყვეტილება: 2025 წლის შედეგებით სს გეს „საქრუსენერგო“-ს ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნით სს გეს „საქრუსენერგო“-ს აუდიტორული ორგანიზაციად არჩეულ იქნას შპს “KPMG Georgia”.
საკითხი №3. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გადაწყვეტილება:
3.1. შეწყვეტილ იქნას სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ავთანდილ თევზაძის უფლებამოსილებები;
3.2. არჩეულ იქნან სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში 3 (სამი) წლის ვადით:
• ალექსეი მოლსკი;
• გიორგი ახვლედიანი;
• მადინა კალოევა;
• ივანე როსტიაშვილი;
3.3. მიენიჭოს სს გეს „საქრუსენერგოს“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების თავმჯდომარეს წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2. პუნქტში მითითებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაფორმებელ სასამსახურო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №3-ის შესაბამისად;
3.4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს სს გეს „საქრუსენრგო“-ს 2016 წლის 29 დეკემბრის რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების (ოქმი №5) გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის შესაბამისად;
3.5. დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს სათანადო ცვლილებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.