განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ ,,კავკასიონის’’ #223-#226 საყრდენებს შორის არსებული #225 კუთხური საანკერო საყრდენის (კოდორის ხეობა) ბაგირული ხიდით შეცვლის სამუშაოები.

ფორმა  N1

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:   500 კვ ეგხ ,,კავკასიონის’’ #223-#226  საყრდენებს შორის არსებული #225 კუთხური საანკერო საყრდენის (კოდორის ხეობა) ბაგირული ხიდით შეცვლის სამუშაოები.

 

 

ქ.თბილისი                                                                                       18 ივნისი 2026 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან წინამდებარე ფასთა გამოკითხვის კონკურსში გამარჯვებული კომპანიისთვის ობიექტზე დაშვების  სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებიდან, არაუგვიანეს 20 (ოცი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენა ქართული.
  • შემსყიდველი სს გეს ,,საქრუსენერგო’’ აფრთხილებს კონკურსში მონაწილეობის მსურველ ყველა კომპანიას:
  • ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ყოფნის მითითებული ვადები საქართველოს ეროვნული სადისპეჩერო ცენტრის მოთხოვნით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული ვადით შეიცვალოს ან/და სრულად გაუქმდეს.
  1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის და ვადევის შესახებ, ფორმა N3 (ტექნიკური დავალება – თან ერთვის);

გ)   ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების შესახებ, ფორმა N4 (თან ერთვის);

დ)  500 კვ ეგხ ,,კავკასიონის’’ #223-#226  საყრდენებს შორის არსებული #225 კუთხური საანკერო საყრდენის ბაგირული ხიდით შეცვლის პროექტი (თან ერთვის)

 

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული – A ტიპის ინსპექტირების ორგანოს  ზედამხედველის (ან შემსყიდველის უფლებამოსილი ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების) მიერ დამოწმებული ფორმა №2-ის   და შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. დასაშვებია წინასწარი გადახდა. მოთხოვნილი ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%. ავანსის  მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების  3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • ცნობა რომ, არ ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ, ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ, არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში) ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
  • ინფორმაცია სამუშაოებზე დასასაქმებელი პერსონალის შესახებ;
  • შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება  ტექნიკურ დავალებას  და  შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2026  წ.  29 ივნისის 14:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნება  2026 წლის 29 ივნისს და შეფასდება არაუგვიანეს 2026 წლის 2 ივლისისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  7. შემოსული განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ შემუშავებულ „ტექნიკურ დავალებას, სამუშაოთა მოცულობებს და შესავსებ სახარჯთაღრიცხვო ცხრილს,” – განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირობებს, შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს და არ შეესამამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო, ხოლო შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული. ასევე, სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
  8. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.
  9. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

 

შესყიდვების სამსახური – მობ: 595 00 33 33.

 

ტექნიკური სამსახური – მობ: 599 27 20 40.

See attachment:

Other purchases

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ ,,კავკასიონის’’ #223-#226 საყრდენებს შორის არსებული #225 კუთხური საანკერო საყრდენის (კოდორის ხეობა) ბაგირული ხიდით შეცვლის სამუშაოები.

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

JSC UES SAKRUSENERGO invites you to participate in the price inquiry (tender) procedure