სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ “კავკასიონის“ (ეგხ „ლიას“) N12 და N16 საყრდენების
ფუნდამენტების გაბიონებით გამაგრების (ჩასატარებელ) სამუშაოებზე.

ქ.თბილისი 27 სექტემბერი 2024 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის და ვადევის შესახებ, ფორმა N3 (თან ერთვის, ტექნიკური დავალება);
გ) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების შესახებ, ფორმა N4 (თან ერთვის);

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოს დასრულებიდან და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს დასრულების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• ცნობა რომ, არ ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ, ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ, არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
• ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში) ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
• ინფორმაცია სამუშაოებზე დასასაქმებელი პერსონალის შესახებ;
• შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წ. 4 ოქტომბრის 17:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2024 წლის 4 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
7. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
8. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
9. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
10. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.
11. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

შესყიდვების სამსახურის 595 00 33 33, 597 58 78 58.

ტექნიკური სამსახური – 599 09 95 10, 599 27 20 40.

Other purchases

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

Announcement JSC “Sakrusenergo” invites you to participate in the price survey (competition) procedure

Announcement JSC “Sakrusenergo” invites you to participate in the price survey (competition) procedure

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.