2011 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ს.ს. “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები №28÷48, №97÷100, №137÷147 ანძებს შორის მონაკვეთებში ჯვარის, ს.იდლიანის, ს.ლახამის და ხიდას მიმდებარე ტერიტორიებზე. გაჩეხვითი სამუშაოები მიმდინარეობდა რუსეთის მონაკვეთზეც, კერძოდ: №32÷38, №141÷160, №579÷607 მალებში ყარაჩაევოს, ზელენჩუკის, აფშერონის და მაიკოფის ტერიტორიებზე;
შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №139, №142, №147, №148, №149, №150 ანძებზე საქართველოს მონაკვეთში, ხოლო რუსეთის მონაკვეთში №2, №10, №16, №715 ანძებზე;
ე.გ.ხ. “იმერეთი”
აგვისტოს პირველ ნახევარში დამთავრდა ივლისში დაწყებული გაჩეხვითი სამუშაოები №98÷262 მალში, ხოლო სექტემბრის პირველ ნახევარში დამთავრდა აგვისტოში დაწყებული გაჩეხვითი სამუშაოები №19÷98 მალებში; შესრულდა პროექტი და პროექტის მიხედვით განხორციელდა № 295 У2+5 ტიპის ანძის მეწყერული ზონიდან გადატანის სამუშაოები; სადენების მიწასთან გაბარიტის გაზრდის მიზნით მოიჭრა მიწა ბულდოზერით №60-61, №66-67, №105-106 და №115-116 მალში;
ჩატარდა სარემონტო სამუშაოები ხაზის შვიდ მალში, კერძოდ დამონტაჟდა გამბრჯენები №46-47, №57-58, №64÷67, №92-93, №98-99, №355-356, №370-371 მალში;
ოქტომბრის თვეში დაგეგმილია და დღეისათვის მიმდინარეობს ფართომაშტაბიანი გაჩეხვითი სამუშაოები №262÷389 მალში;
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები №177÷180, №182-183, №185÷189, №193-194, №200-201, №206÷214, №215-216, №378÷381, №382÷384 მალში;
ე.გ.ხ. “მუხრანი”
დამთავრდა №1÷36/1 მონაკვეთზე ანძების მეტალოკონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები; ჩატარდა №42÷280 ანძებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი, კერძოდ: გარემონტდა ფუნდამენტები, დამონტაჟდა გაძარცვის მიზნით მოხსნილი კუთხოვანები, დაიჭიმა ანძის დამჭერი გვარლები, ოცდაათ საყრდენზე გასწორდა წანაცვლებული გირლანდები, შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები №172, №179, №181, №182, №186, №188, №236-237, №240÷243, №245÷250, №252-253, №257-258, №259÷265A მალებში და ანძის ძირებში;
გრძელდება ე.გ.ხ-ს შეკეთებითი სამუშაოები №42÷№280 ანძებს შორის მონაკვეთზე; დაგეგმილი სარემონტო და ტყის ჩეხვის სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაა 2011 წლის ოქტომბერი;
ე.გ.ხ. “აჭარა”
შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები №1÷5, №7-8 მალში;
ე.გ.ხ-ს №44 ანძიდან №49 ანძამდე მისასვლელი გზის გაყვანისათვის შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები და გასუფთავდა ე.გ.ხ-ის აღნიშნული
მონაკვეთი.