500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

500 კვ ეგხ „იმერეთი“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა  2022 წლის 01 ნოემბერს და იგი შეკეთებაში იქნება 25 ნოემბრის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში შესრულდება სს გეს „საქრუსენერგოს“ 2022 წლის ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მოიცავს გატეხილი იზოლატორებისა და განმბრჯენების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, მარყუჟებში დაზიანებული სადენების  შეცვლის სამუშაოებს. მძიმე ტექნიკის გამოყენებით ეგხ-ს N339-N340 და N311-N312 მალებში სადენებსა და მიწას შორის დარღვეული გაბარიტისა და ანძებთან დროებითი მისასვლელი გზების აღდგენის სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში შესრულდება სხვა აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოებიც.

კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-მეტალ ჯორჯიას“ ეგხ „იმერეთის“  შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შეასრულებს  ეგხ-ს N330-N340 ანძებს შორის მონაკვეთში (Р2) ტიპის N335; N336; N337 შუალედური ანძების კუთხური (У2к+5) ანძებით  შეცვლის  სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ხოლო N328-N329 ანძებს შორის მალში შეცვლის სამივე ფაზის დაზიანებულ სადენს.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ N330-N340 საანკერო მალში სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას ზედამხედველობას  უწევს „A” ტიპის ინსპექტირების ორგანო „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გამართულ მუშაობას და საწვავით მომარაგებას  უზრუნველყოფს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.

პერსონალის მიერ სამუშაოთა სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია, სამსახურის უფროსის მოადგილე დემურ ბუაძე და მთავარი სპეციალისტი იოსებ ობოლაძე

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში პერსონალის მიერ სარემონტო სამუშაობის წარმოებაზე მონიტორინგს და კორდინაციას ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.

ეგხ „იმერეთის” სარემონტო სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ 60 თანამშრომელი და 25 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა.

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით მიმდინარე წლის 9 ნოემბერს ობიექტზე  იმყოფებოდა   სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობა.

სხვა სიახლეები

ი2024 წლის 25 ოქტომბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროთ 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით.

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.