საქართველოს ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით ქვესადგურ „თელეთი 220“-ის სივრცეში ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებაზე ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ დამსახურებული ენერგეტიკოსები, მათ შორის სს გეს „საქრუსენერგოს“ თანამშრომლები: დეა ბათლიძე, იური ნადირაძე და ვახტან ძაგნიძე.
სს გეს „საქრუსენერგო“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!