2012 წლის დეკემბრის თვეში სს “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №24, 29, 95, 96 ანძები, ჯამში დამონტაჟდა 263 მეტრი კუთხოვანა.
რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №171-173, 451-453, 468-470, 711-722 მალები
(17 მალი – 5 კმ). გაიკაფა და გაიწმინდა №713 ანძასთან მისასვლელი გზა. მეწყერსაშიშ ზონებში დათვალიერდა №217, №234, №388, №397, №496ა,
№711, №712, №713 ანძები. ჩატარდა ეგხ-ს გეგმიური შემოვლა №9-287 და №687-756 ანძებს შორის მონაკვეთებში (143,8 კმ).
დათვალიერდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტი.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები
№80, 118, 120, 389, 390 ანძებზე, ჯამში 48 ცალი; №310 ანძის B ფაზაზე შეიცვალა მარყუჟის დაზიანებული სადენები.
გაბარიტის გაზრდის მიზნით ბულდოზერის საშუალებით მოიჭრა მიწა №173-174 მალში. აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან
გაძარცული №226, 229, 230 ანძები, ჯამში დამონტაჟდა 123 მეტრი კუთხოვანა.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
მიწის ნაყარისაგან გათავისუფლდა №250, 264, 270, 271, 272, 277, 302, 314, 315, 328, 332, 375, 379, 384, 385, 388, 389 შუალედური
ანძების ფეხები. გადასწორდა №317-318 მალში წარმოქმნილი მიწაყრილი.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
№1, 2 და 3 ანძებზე დამონტაჟდა ნაკლული ანკერული ქანჩ-ჭანჭიკი.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
№42, 43, 45, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 59 ანძების მეხდამცავ გვარლზე გასწორდა განნმუხტველი რქები. №42 ანძაზე დამონტაჟდა
ნაკლული ვიბროჩამქრობი, №43 და 58 ანძებზე დარეგულირდა დამჭერი გვარლები, №47 ანძაზე გადაეჭირა ანკერული ქანჩები,
№51 ანძაზე დარეგულირდა შიდა კავშირები, №57, 58 ანძების დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა მომჭერები,
გასწორდა №80 ПБ-500-5Н ტიპის გადახრილი რკინა-ბეტონის ანძა.
დასრულდა წინა თვეში დაწყებული №42-№59 ანძებს შორის მონაკვეთში მესამე სადენის დაკიდების სამუშაოები.