განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: ,,Socage TJ35’’ მარკის ამწე კალათის ისრის მე-4 სექციის შესყიდვა თანმდევი მომსახურებით.
ქ.თბილისი 29 მაისი 2025 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის და მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);
გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და მომსახურების დასრულების შემდგომ, შესაბამისი მიღება — ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი გადახდა, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ვადას.
გ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების (ლიკვიდაცია) ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
• შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს ორიგინალი, ახალი და დამზადებული 2024-2025 წწ. (მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია);
• შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ვნისი 17:00 საათი.
აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2025 წლის 5 ივნისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
8. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების ვადების” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
13. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მობილურის ნომრებზე:
595 00 33 33, 597 58 78 58 — შესყიდვების სამსახური;
599 46 80 07, 599 09 01 16 — ტრანსპორტის სამსახური.