საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში სს გეს „საქრუსენერგომ“ 2016 წელს განახორციელა 500 კვ ეგხ “მუხრანის” N110-N280 ანძებს შორის მონაკვეთის მიერთება ქვესადგურთან „მარნეული-500“. აღნიშნულ ელექტროგადამცემ გადამცემ ხაზს, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა  ქვესადურები  „ქსანი-500“ და “მარნეული-500” ეწოდა დისპეტჩერული სახელი „ასურეთი“. ახალი გადამცემი ხაზის სიგრძემ  56 კილომეტრი შეადგინა.

500 კვ ეგხ „ასურეთი“ დიდგორის ქედზე გადადის რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ არეალში, რის გამოც ხშირი იყო ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და გაზაფხულზე. ავარიულ გამორთვებს იწვევდა ძლიერი ქარების დროს შუა და განაპირა ფაზის სადენების დაახლოება ანძის ტანთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რთულ კლიმატურ არეალში განთავსებული შუალედური Р2-ს ტიპის ანძების რეკონსტრუქციის თაობაზე, კერძოდ: №260, №262 და №263  ანძების შუა ფაზის სადენების დაკიდება გირლიანდების V-სებრი შესრულებით და განაპირა ფაზებზე ტვირთების დაკიდებით. აღნიშნული სამუშაოების შესრულება დაიგეგმა და განხორციელდა 2018 წელს. აღნიშნულ დროს გასწორდა გადახრილი და შეცვალა დეფორმირებული რკინაბეტონის ანძები მეტალის ანძებით.