სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

ფორმა N1

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში

მონაწილეობის მისაღებად

(შესყიდვის ობიექტი: მესტიის მუნიციპალიტეტში, „იდლიანისქვესადგურში გათვალისწინებული 500 კვ ეგხ კავკასიონისშეჭრის, 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის კავკასიონის“ საპროექტო N 92 (საყრდენი) ანძის განთავსების არეალში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კვლევა-ძიების მე-3-ე ეტაპით განსაზღვრული სრული არქეოლოგიური კვლევის ჩატარება     

ქ.თბილისი

29     ოქტომბერი    2024 წელი

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში „შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელებაზე. უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არქეოლოგიურ კვლევებზე დასასაქმებული პერსონალის შესახებ, მათი კვალიფიკაციის მითითებით;

  • ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომლებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის  N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
  2.   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2024 წ.  5 ნოემბერი 17:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3.   განაცხადები შეფასდება 2024 წლის 5 ნოემბერს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4.   განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილი მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) დღგ-ს ჩათვლით;
  6. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  8. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  9. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 
  1. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
  2. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

შესყიდვების სამსახურის 595 00 33 33, 597 58 78 58.

ტექნიკური სამსახური – 599 09 95 10, 599 27 20 40.

Other purchases

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

Announcement JSC “Sakrusenergo” invites you to participate in the price survey (competition) procedure

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.