500 კვ ეგხ „კავკასიონიზე“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა 2026 წლის 23 ივნისიდან 01 ნოემბრის ჩათვლით, შესრულდა გარკვეული სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებული იყო საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმებით (პროექტი „სვანეთი“) და კომპანიის 2026 წლის ბიზნეს გეგმით:
500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა მშენებარე 500/110/35 კვ (267 მგვა) „იდლიანის“ ქვესადგურში: პროექტის განხორციელებისათვის საჭირო გახდა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N91-N94 ანძებს შორის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. გადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია ითვალისწინებს: ეგხ-ს N92 და N94 ანძების დემონტაჟს და მათ სხვა ლოკაციაზე მონტაჟს, N93 ანძის დემონტაჟს, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, ორი ახალი У2С2У ტიპის N93 და N93ა კუთხური ანძების (6 დგარის) მონტაჟს.
ეგხ „კავკასიონის“ „იდლიანის“ ქვესადგურში შეჭრის პროექტის ფარგლებში, N93 და N93ა ანძების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისათვის პერსონალის გადასაყვანად, მასალა-მოწყობილობებისა და ტექნიკის გადასატანად აუცილებელი გახდა მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე გადასასვლელი, სოფელ იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ხუდონჰესის მშენებლობის დროს დამონტაჟებული ვანტური ხიდის აღდგენა.
სამუშაოები პროექტის განხორციელების მიზნით დაიწყო 2026 წლის 20 აპრილს და სამუშაოთა წარმოებისთვის საჭირო არ იყო გადამცემი ხაზის შეკეთებაში ჩაყენება. ამჟამად მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე დასრულებულია ორი, У2С2У ტიპის N93 და N93ა კუთხური ანძის (6 დგარის) სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულით, 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ „იდლიანის“ ქვესადგურში შეჭრისათვის მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები დასრულებულია.
პროექტის სრულად დამთავრებისათვის საჭირო იქნება ეგხ „კავკასიონის“ N92 და N94 კუთხური ანძების დემონტაჟი, მათი ლოკაციების ცვლილება და რეკონსტრუირებულ მონაკვეზე სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მეხამრიდი გვარლის მონტაჟი. იქედან გამომდინარე, რომ „იდლიანის“ ქვესადგურის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2027 წლისთვის, ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირების შენაჩუნების ეგხ „კავკასიონის“ რეკონსტრუქცია სრული სახით განხორციელდება 2027 წელს.



















































