განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
(შესყიდვის ობიექტი: სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“-ს საერთაშორისო ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების ISO 9001-2015, ISO 14001-2015 და ISO 45001-2018 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შემუშავება, დანერგვა და ინტეგრირება ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებში, სასერტიფიკაციო აუდიტის მომზადება და საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტის ჩატარება).
ქ. თბილისი 08 ივლისი 2026 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავლებასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით (ფორმა №3);
გ) ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მომსახურების გაწევის, შესაბამისი მიღება — ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.
დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
ე) მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
ვ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისი, 16:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2026 წლის 15 ივლისს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიწოდების ვადის და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს, იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33. 597 58 78 58.