ინტეგრირებული მართვის პოლიტიკა

ISO 9001 / ISO 14001 / ISO 45001

ორგანიზაციის მისიაა:

– საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობის წარმართვა, ელექტროენერგიის დაინტერესებული მხარისთვის სტაბილურად მიწოდება,

– საქმიანობის განხორციელების პროცესში დასაქმებული პერსონალის/კონტრაქტორის/ვიზიტორის და გარემომცველი გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიმართ ქმედითი, მდგრადი და ეფექტური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა.

სს გეს “საქრუსენერგოს” მიზანია განახორციელოს საქმიანობები ისე, რომ გაუფრთხილდეს და ზიანი არ მიაყენოს საკუთარ

პერსონალს და გარემომცველ ბუნებას. სამუშაო გარემოსა და ბუნების მიმართ ზემოქმედების შემცირებაზე ზრუნვით ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ოპერირების შედეგად წარმოქმნილი უარყოფითი ზეგავლენის წყაროების შერბილებას, საწარმოო ტრავმების და ინციდენტების შემცირებას, ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენას, საქმიანი რეპუტაციის ამაღლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთა ნდობის მოპოვებას.

ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს თავისი ქმედებით არ მოახდინოს ფლორასა და ფაუნაზე მავნე ზემოქმედება, გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად დაზოგოს შიდა მოხმარების ბუნებრივი რესურსები, მუდმივად შეასრულოს საკანონმდებლო მოთხოვნები, სრულყოს ორგანიზაციაში დანერგილი ხარისხის, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მართვის სისტემები, გამოიყენოს ის სამუშაო რისკების და ეკოლოგიური ასპექტების კონტროლის და მონიტორინგის, ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის, შიდა პროცესების, უსაფრთხოების და ეკოლოგიის საკითხებში პერსონალის კომპეტენტურობის გაუმჯობესებისათვის.

სს  გეს “საქრუსენერგოს” კორპორატიული პოლიტიკის მიზნებია:

 

მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების იდენტიფიცირება, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა, დაცვა და მდგრადობის უზრუნველყოფა. გარემოს და შრომითი საფრთხეების აღმოფხვრა და რისკების მუდმივად შემცირება; საწარმოო ტრავმების და ინციდენტების შემცირება, საგანგებო კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვა;

დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების გათვალისწინება, მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი საჭიროებების, კმაყოფილების დონის მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;

სამუშაო გარემოს და საწარმოო ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და გაუმჯობესება, ახალი საინჟინრო გადაწყვეტილებების და ტექნოლოგიების დანერგვა;

პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით სფეროში მათი კომპეტენციის, მოტივაციის და ცნობიერების ამაღლება კონსულტაციებში, ტრენინგებში, სიმულაციურ ტესტებში და სხვა ღონისძიებებში მათი ჩართულობით;

ინტეგრირებული მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება. მონიტორინგის, შეუსაბამობების მართვის, ანგარიშგების სისტემის, პროცესის აუდიტის ჩატარების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

დამტკიცებულია:

 

სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი თარიღი: 11/10/2026 წელი

This site is under construction