ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისს სს გეს საქრუსენერგოში ჩატარდა ღია კონკურსი შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის, სამეურნეო სამსახურის კოორდინატორის და ადმინისტრაციული სამსახურის კოორდინატორის თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია (შეტყობინება) განთავსდა სს გეს საქრუსენერგოს ვებგვერდზე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, საკონკურსო პირობების გათვალისწინებითა და დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარმოდგენილი იყო 4 განაცხადი,   მატერიალური სახით 3 განაცხადი და ელექტრონული ფოსტის მისამართზე 1 განაცხადი. ღია კონკურსი ჩატარდა „სს გეს საქრუსენერგოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა დაცვით,  2(ორი) ეტაპად.  პირველ ეტაპზე წარმოდგენილი  განაცხადები შემოწმდა დასაკავებელი თანამდებობისთვის გამოცხადებული ღია  კონკურსისთვის კონკურსის  წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და  შემდეგ წარედგინა საკონკურსო კომისიას. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების შეფასება  მოხდა გასაუბრებით, დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით. შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსანტის არ გამოცხადების გამო.

კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2 დადებითი და 1 უარყოფითი გადაწყვეტილება.   კონკურსში  გამარჯვებული კანდიდატები, თანამდებობაზე დასანიშნად კომისიამ წარუდგინა გენერალურ დირექტორს.

Other news

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

30Th anniversary of JSC UES SAKRUSENERGO