განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: ორი ერთეული ამწე მანიპულატორის შესყიდვა.
ქ. თბილისი 4 აგვისტო, 2026 წელი
1. სს გეს „საქრუსენერგო“ (შემდგომში – „შემსყიდველი“) ფლობს სახსრებს აღნიშნული საქონლის შესყიდვისთვის. აღნიშნული სახსრები გამოყენებული იქნება წინამდებარე პროცედურის შედეგად გაფორმებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასაფინანსებლად.
შემსყიდველი პასუხისმგებელია პროცედურის დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში გააფორმოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი შემდეგი დოკუმენტების შესაბამისად:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმები №3 და №4).
გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდებისა და მომსახურების დასრულების შემდეგ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
დასაშვებია წინასწარი გადახდა. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ის ოდენობით (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება), რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას.
გ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას ყადაღა არ ადევს;
შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების (ლიკვიდაციის) ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება არ გააჩნია;
3. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 აგვისტო, 17:00 საათი.
აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
5. განაცხადების შეფასება განხორციელდება 2026 წლის 14 აგვისტოს შემდეგ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
7. ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში). სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება.
8. საქონლის მიწოდება განხორციელდება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მიწოდების გრაფიკის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაში უნდა იყოს მისი წარმოდგენის დღიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
10. წარმოდგენილი განაცხადების შეფასება განხორციელდება „ტექნიკური შესაბამისობის, ფასისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ“ ფორმების (ფორმები №3 და №4) საფუძველზე. განაცხადი, რომელიც არ აკმაყოფილებს მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან არ შეესაბამება შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს, უარყოფილი იქნება, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურის მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და სრულად აკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მასთან გაფორმდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
12. სს გეს „საქრუსენერგოს“ უფლება აქვს, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ამის აუცილებლობა წარმოიშობა მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
13. სს გეს „საქრუსენერგოს“ უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
595 00 33 33, 597 58 78 58 – შესყიდვების სამსახური;
599 46 80 07, 599 09 01 16 – ტრანსპორტის სამსახური.