სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: ოფისის სარემონტო სამუშაოების, საოფისე შენობაზე ლითონის კიბეების (კიბე №1 და კიბე №2) მიშენებისა და დამხმარე შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა

ქ. თბილისი                                                  11 აგვისტო 2026 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“, შემდგომში „შემსყიდველი“, ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოების შესყიდვისათვის. აღნიშნული სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტების შერჩევის მიზნით, შეაფასოს წარმოდგენილი განაცხადები და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა გააფორმოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენაა ქართული.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების შესაბამისად:
ა) განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა №2 (თან ერთვის);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობისა და შესრულების ვადის შესახებ, ფორმა №3 (ტექნიკური დავალება – თან ერთვის);
გ) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების შესახებ, ფორმა №4 (Excel ფორმატში თან ერთვის), სადაც მითითებულია თითოეული ლოტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები, რომლის საფუძველზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფასები და განფასება;
დ) პრეტენდენტს უფლება აქვს განაცხადი წარმოადგინოს როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად. თითოეული ლოტის ფარგლებში წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს შესაბამისი ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების ღირებულებას.
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში, შემსყიდველის უფლებამოსილი ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების მიერ დამოწმებული ფორმა №2-ის, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
დასაშვებია წინასწარი გადახდა. მოთხოვნილი ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ს.
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ის ოდენობით (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება), რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• ცნობა, რომ არ ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა, რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
• ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტორის ან ქვე-კონტრაქტორის რანგში), მათ შორის ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
• შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათვალისწინებულ თანხობრივ პარამეტრებს.

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 აგვისტოს 17:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნება 2026 წლის 25 აგვისტოს და შეფასდება არაუგვიანეს 2026 წლის 27 აგვისტოს, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
7. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება).
8. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარმოდგენის დღიდან.
9. წარმოდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ შემუშავებულ ტექნიკურ დავალებას, სამუშაოთა მოცულობებს და შესავსებ სახარჯთაღრიცხვო ცხრილს.
განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირობებს, შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრებს და ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო, ხოლო შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული.
ასევე, სს გეს „საქრუსენერგო“-ს უფლება აქვს, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
10. თითოეულ ლოტზე გამარჯვებულად მიიჩნევა ის პრეტენდენტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადითა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წარმოდგენილი აქვს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შესაბამის ლოტზე წარმოდგენილი აქვს უმცირესი ფასი.
11. სს გეს „საქრუსენერგო“-ს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

წინამდებარე საკონკურსო განაცხადს თან ერთვის:
შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია;
შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დოკუმენტაცია;
საოფისე შენობაზე ლითონის კიბეების (კიბე №1 და კიბე №2) მონტაჟთან დაკავშირებული სანებართვო დოკუმენტაცია;
საპროექტო გეგმები და შესაბამისი ნახაზები;
ფორმა №4 – შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები (Excel ფორმატში);
საექსპერტო დოკუმენტაცია.

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მე-2 გვერდზე წარმოდგენილ კიბე №2-ის ფოტომონტაჟში არსებული ტექნიკური უზუსტობა არ წარმოადგენს სამუშაოების შესრულების საფუძველს. სამუშაოები უნდა განხორციელდეს მხოლოდ წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციაზე თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და მოცულობების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შესყიდვების სამსახური – მობ: 595 00 33 33, 597 58 78 58

Other purchases

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად