ავტო სპეც. ტექნიკა
სს გეს „საქრუსენერგოს“ ავტო და სპეცტექნიკის პარკის შესახებ
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ძველი და ნაქირავები ტექნიკით მუშაობისას ძირითადი დრო ამ ტექნიკის შეკეთებაზე იხარჯებოდა. იმ მიზნით, რომ ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვის პერიოდში, შეზღუდულ ვადებში კომპანიის საქმიანობა ყოფილიყო ეფექტური და უფრო მეტად ოპერატიული, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ახალი ტექნიკის შეძენის თაობაზე. ამჟმად კომპანიის საკუთრებაშია:
- 5 მაღალი გამავლობის სავახტო ავტობუსი “კამაზის” ბაზაზე;
- 4 მაღალი გამავლობის სავახტო ავტობუსი “გაზ-66”-ის ბაზაზე;
- 2 მაღალი გამავლობის თვითმცლელი “კამაზის” ბაზაზე;
- 3 მაღალი გამავლობის მანიპულატორი “კამაზის” ბაზაზე;
- 3 მაღალი გამავლობის ამწე-კალათა “კამაზის” ბაზაზე;
- “ლიბჰერის” ფირმის 35 ტონა ტვირთამწეობის ავტოამწე;
- 16 და 25 ტონა ტვირთამწეობის ავტოამწეები “კამაზის” ბაზაზე;
- “კამაცუს” ტიპის ბულდოზერი;
- D-8 მოდიფიკაციის ბულდოზერი “კატერფილერი”;
- 4 ერთეული 428F ტიპის ბულლდოზერ-დამტვირთველი “კატერფილერი”;
- ექსკავატორი „კამაცუ“ D220;
- 60 ტონიანი ტვირთამწეობის ბულდოზერების გადამყვანი ტრაილერები შესაბამისად “მაზისა” და “მანის” ბაზებზე;
- 15 თანამედროვე პიკაპი;
- 4 სამგზავრო-სატვირთო მიკროავტობუსი.
აღნიშნული ტექნიკა აღჭურვილია შესაბამისი პარამეტრების ჯალამბრებით, რომლებიც აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებისა თუ მონტაჟისათვის.