500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი“ უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელსაც ქვეყნისთვის, მისი ენერგომომარაგებისა და უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ენგურჰესიდან მდინარეების ენგურის, ნაკრას, კოდორის, კლიჩის და ყუბანის ხეობებით ჰკვეთს ხიდასა და ნახარის უღელტეხილებს, გადაივლის ყარაჩაევო-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკების ტერიტორიებს და კრასნოდარის მხარეში შედის ქვესადგურ “ცენტრალნაიაში“ .
ელექტროგადამცემი ხაზის სიგრე 405 კმ-ია და მოიცავს 991 ანძას. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზის სიგრძე “ენგურჰესიდან” ნახარის უღელტეხილამდე 105 კმ-ია (236 ანძა). ექსპლუატაციაში შევიდა 1984 წელს.

























































































