500 კვ ეგხ “მუხრანის ველი”
500 კვ ეგხ “მუხრანის ველი” წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შედგება არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N1-N36/1 ანძებს შორის მონაკვეთისაგან (9,8 კმ, სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრება) და ახლად აშენებული მონაკვეთისაგან ეგხ „მუხრანის“ N36/1 ანძიდან ქვესდგურამდე „გარდაბანი-500“ (9,7 კმ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საკუთრება).
ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს და ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „სამუხს“ (აზერბაიჯანი). საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ეგხ კვეთს წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეგხ „მუხრანის ველის“ ზღვრული დატვირთვა შეადგენს 700 მგვტს, ხოლო მისი სიგრძე 182,3 კმ-ს. ეგხ აღჭურვილია თანამედროვე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით.
აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და მდგრადობა. ასევე, აზერბაიჯანთან და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მოცულობა.







































