ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს. ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „აღსტაფას“. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 64 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 21,1 კმ. ეგხ-ს ზღვრული დატვირთვაა 250 მგვტ. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზი მოიცავს 60 ანძას და მათზე დამონტაჟებულია АСО 480 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი.







































































