გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს გეს „საქრუსენერგოში“ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

ქ. თბილისი 12 თებერვალი, 2026 წელი

სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ აცხადებს ღია კონკურსს საზოგადოების ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილისა და გეოინფორმაციული სისტემების სამსახურის გარემოსდაცვითი მმართველის თანამდებობის დასაკავებლად.
ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ავტობიოგრაფია ან CV (სივი);
ბ) განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ყოფნის/არყოფნის
დამადასტურებელი ცნობა).

1. ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ტრანსპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ავტომანქანის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ნაწილის ცოდნა საბაზისო დონეზე;
ე) რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
ვ ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office) და Excel;

სამუშაოს აღწერილობა:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა;
გ) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან და სპეც.ტექნიკასთან;
დ) საწარმოს ბალანსზე რიცხული ტრანსპორტისა და სპეც.ტექნიკის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;
ე) საწარმოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;
ვ) საწარმოს სპეც.ტექნიკისა და სატრანსპორტო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) საწარმოს ბალანსზე რიცხულ ტრანსპორტსა და სპეც.ტექნიკაზე მატერიალური პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) საწარმოსთვის ტრანსპორტისა და სპეც. ტექნიკის დროებით სარგებლობაში ან/და მფლობელობაში გადმოცემისათვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა, შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის პროექტ(ებ)ის მომზადება;
ი) საწარმოს ბალანსზე რიცხული ტრანსპორტისა და სპეც. ტექნიკის ამავე საზოგადოების თანამშრომელებისათვის სარგებლობაში გადაცემისათვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, მათი გაფორმების ორგანიზება და მათგან წარმოშობილი ვალდებულებების კონტროლი;
კ) გენერალური დირექტორის, კურატორი გენერალური დირექტორის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებების და მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. გეოინფორმაციული სისტემების სამსახურის გარემოსდაცვითი მმართველის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა);
ბ) გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
დ) გუნდური მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის უნარი;
ე ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ვ) კომუნიკაბელურობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაოს აღწერილობა:

ა) საწარმოს საქმიანობის მოქმედ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პროცედურების (სკრინინგი, სკოპინგი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ)) განხილვაში მონაწილეობის მიღება, გარემოსდაცვით კონსულტანტ კომპანი(ებ)ასთან შეხვედრებში მონაწილეობა, კონსულტანტი კომპანი(ებ)ის მიერ მომზადებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის დეტალური შემოწმება/რევიზია (ზედმეტი/არარელევანტური ვალდებულებებისგან გამოხშირვის მიზნით);
ბ) საწარმოს ელექტროგადამცემი ხაზებისთვის, აგრეთვე მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი სანებართვო პირობების საჭირო პერიოდულობით შესრულება/კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ანგარიშის/დასკვნის/გეგმის) მომზადება და გაგზავნა კომპეტენტურ ორგანოში;
გ) ადმინისტრაციული ორგანოებიდან გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შემოსული წერილების/დოკუმენტაციის განხილვა და პასუხის მომზადება;
დ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე კონტრაქტორებთან და საზედამხედველო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია გარემოსდაცვით საკითხებზე;
ე) ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის: ნარჩენების მართვის გეგმ(ებ)ის მომზადება და პერიოდული განახლება, ნარჩენების მართვის გეგმის აღსრულება, სახიფათო ნარჩენების სწორი მართვა და დროული ინსინერაცია/უტილიზაცია, სახიფათო ნარჩენების მართვის ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან კომუნიკაცია, ნარჩენების წლიური აღრიცხვის წარმოება – wms.mepa.gov.ge-ს ვებ.გვერდზე;
ვ) საწარმოს სახელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფა;
ზ) საწარმოს სახელზე გაცემული ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული, გონივრულ ვადაში შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
თ) საწარმოს წინააღმდეგ, გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მიმდინარე სასამართლო პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.

სს გეს „საქრუსენერგოს“ ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილისა და გეოინფორმაციული სისტემების გარემოსდაცვითი მმართველის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სს გეს „საქრუსენერგოს“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატ(ებ)ის შეფასება მოხდება გასაუბრებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@sakrusenergo.ge ან წარმოადგინოთ სს გეს „საქრუსენერგოს“ კანცელარიაში მატერიალური ფორმით (მის. ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 თებერვალი (კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღე).
საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადებ(ებ)ის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

წინამდებარე კონკურსისთვის პირის/კანდიდატის მიერ ავტობიოგრაფიის/CV-ის წარდგენა გულისხმობს პირის/კანდიდატის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში/CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელი სამუშაოსთვის/თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.