500 კვ ეგხ “მუხრანის ველი”
500 კვ ეგხ “მუხრანის ველი” წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შედგება არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N1-N36/1 ანძებს შორის მონაკვეთისაგან (9,8 კმ, სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრება) და ახლად აშენებული მონაკვეთისაგან ეგხ „მუხრანის“ N36/1 ანძიდან ქვესდგურამდე „გარდაბანი-500“ (9,7 კმ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საკუთრება).
ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს და ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „სამუხს“ (აზერბაიჯანი). საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ეგხ კვეთს წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეგხ „მუხრანის ველის“ ზღვრული დატვირთვა შეადგენს 700 მგვტს, ხოლო მისი სიგრძე 182,3 კმ-ს. ეგხ აღჭურვილია თანამედროვე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით.
აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და მდგრადობა. ასევე, აზერბაიჯანთან და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მოცულობა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლამდე 500 კვ ეგხ “მუხრანის ველის” N1-N36 ანძებს შორის მონაკვეთი გაძარცვული იყო სრულიად და მისი აღდგენისათვის საჭირო გახდა მეტალის რამოდენიმე ანძისა და დიდი რაოდენობით მაკომპლექტებელი მასალებისა და მოწყობილობების შეძენა.