500 კვ ეგხ „ქართლი-2“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „ქსანი-500“ და „ზესტაფონი-500“. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 164 კმ-ია და მოიცავს 475 ანძას. ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 1968 წელს და მასზე დამონტაჟებულია АС400/51 მარკის სადენი. ეგხ-ს საპროექტო დატვირთვა 900 მგვტ-ს შეადგენს.
ელექტროგადამცემი ხაზების მდგრადი ფუნქციონირების აუცილებელი პირობა მათი იზოლაციის საიმედობაა. როგორც ცნობილია დიელექტრიკად გამოყენებული მასალების მიხედვით ისინი იყოფიან ფაიფურის, შუშისა და პოლიმერული ტიპის იზოლატორებად. აქედან ყველაზე გავრცელებული შუშისა და ფაიფურის იზოლატორებია. ბოლო დროს დამზადების ტექნოლოგიის სირთულის, დიდი ფასისა და ექსპლუატაციაში დაბალი საიმედოობის გამო ფაიფურის იზოლატორების წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა და იგი ძირითადად ჩაანაცვლა შუშის იზოლატორებმა. ელექტროგადამცემ ხაზებზე შუშის იზოლატორების გამოყენებას აქვს რიგი უპირატესობები. ფაიფურის იზოლატორებთან შედარებით შუშის იზოლატორებზე ადვილია დეფექტების აღმოჩენა. ელექტროგადამცემ ხაზებზე შუშის იზოლატორების გამოყენებისას საჭირო არ არის გირლანდების პერიოდული პროფილაქტიკური გამოცდების ჩატარება, რაც მეტად შრომატევადია და მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი. შუშიანი იზოლატორების დაზიანება იწვევს თეფშების მსხვრევას და ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური დათვალიერებისას მათი აღმოჩენა ნებისმიერი კვალიფიკაციის პერსონალისთვისაც ვიზუალურადაც კი არის შესაძლებელი. გარდა ამისა ელექტროგადამცემ ხაზებზე ხშირად ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი ხაზების ცალკეულ ელემენტებს აქვთ გარკვეული მუშაობის რესურსი, რისი გასვლის შემდეგ, ეგხ-ს უსაფრთხო და იმედიანი ფაიფურის იზოლატორების დეფექტები ვიზუალურად ძნელად შესამჩნევია და გირლანდაში მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ჩაყენებისა და მათი ტესტირების გარეშე შეუძლებელია.
ფაიფურის იზოლატორების წუნდება შესაძლებელია ასევე მათი მოკლე შერთვების რაოდენობებით. იმ პირობებში, როდესაც დღეისათვის არ არსებობს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზების ალტერნატიული ხაზები, იზოლატორების გადაფარვას იწვევს ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ გამორთვას. ავარიულმა გამორთვამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტებისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გათიშვა. არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევაც და დიდი მატერიალური ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეს საწარმოებს ტექნოლოგიური ციკლის უეცარი შეწყვეტის შედეგად. ფაიფურის იზოლატორები სს გეს “საქრუსენერგოს” კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზებზე დამონტაჟებული იყო 500 კვ ეგხ “ქართლი-1”-ზე, “ქართლი-2”-ზე და 330 კვ ეგხ “გარდაბანზე”. მათი შეცვლა ეგხ “ქართლი-1”-ზე და “ქართლი-2”-ზე დაიწყო კომპანიის დაარსებამდე და 2006 წლამდე შეიცვალა ამ ელექტროგადამცემი ხაზების ყველა შუალედურ ანძაზე და კუთხური ანძების მარყუჟებში.
500 კვ ეგხ “ქართლი-1”-ზე, “ქართლი-2”-ზე და 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” ფაიფურის იზოლატორები დღეისათვის სრულადაა შეცვლილი, ჯამში 60 ათას ცალამდე, მათ შორის 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე – 40 ათას ცალამდე ფაიფურის იზოლატორი.
რაც შეეხება პოლიმერულ იზოლატორებს, მათი გამოყენება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან მათზე ძნელია დეფექტების აღმოჩენა და პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი ტიპის იზოლატორების ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამოცდილება.