განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სადენების დამჭიმი და მამუხრუჭებელი დანადგარის მოწყობილობები
ქ. თბილისი 5 აგვისტო 2026 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია საქონლის ფასების, მიწოდების ვადების, საგარანტიო პერიოდის, საქონლის კონკურსით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადასტურების პირობების შესახებ და სხვა. (თანდართულია – ფორმა №3, ფორმა №4);
– გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
– ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
გ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
დ) პრეტენდენტმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად, ერთ ლოტად მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციაზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი საწარმოს მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დასახელება, რაოდენობა და მიწოდების ვადა. აღნიშნული წერილით ქარხანა-მწარმოებელი ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციითა და შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული პროდუქციის დამზადებასა და პრეტენდენტისთვის მიწოდებას. საგარანტიო წერილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ე) სავალდებულოა წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციის ერთ ლოტად მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციის შეთავაზება.
ვ) წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმა №3-ში ჩამოთვლილ პროდუქციაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ქარხანა-მწარმოებლების სახელზე გაცემული, ძალაში მყოფი ISO სტანდარტის მოქმედი სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებს საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების შესაბამისობას აღნიშნულ სტანდარტებთან.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2026 წლის 17 აგვისტოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის №1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
8. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მიწოდების ვადისა და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელმაც წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი და სრულად აკმაყოფილებს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. მასთან გაფორმდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
13. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებშიც.
საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მობ: 595 00 33 33 – შესყიდვების სამსახური. 599 09 95 10 – ტექნიკური სამსახური.