გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს გეს „საქრუსენერგოში“ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ
ქ. თბილისი 2 სექტემბერი, 2026 წელი
სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ აცხადებს ღია კონკურსს საზოგადოების ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად.
ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, ასევე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „შრომითი მიგრაციის“ შესახებ საქართველოს კანონით, ასევე მათ საფუძველზე მიღებული/დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ პირ(ებ)ს,
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ავტობიოგრაფია ან CV (სივი);
ბ) განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3*4-ზე);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან/და დროებითი ბინადრობის მოწმობა;
ე) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ყოფნის/არყოფნის დამადასტურებელი ცნობა).
ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის ვადით;
გ) გუნდური მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის უნარი;
დ) რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
ე) კომუნიკაბელურობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ვ ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office)
სამუშაოს აღწერილობა:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიზნით საფინანსო ეკონომიური განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
გ) კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაანალიზება და წინადადებების მომზადება მათი შემდგომი გაუმჯობესების შესახებ;
დ) ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების, მომსახურების (პროდუქციის) თვითღირებულების შემცირების, საზოგადოების რენტაბელობის ამაღლების, მოგების გაზრდის, აგრეთვე ზარალისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ღონისძიებების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის ქონებისა და კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
ვ) კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და საფინანსო – ეკონომიკური დაგეგმარებიდან გამომდინარე შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საზოგადოების სამეურნეო წლისა და სტრატეგიული ბიზნეს-გეგმების პროექტების მომზადება;
ზ) დამტკიცებული სამეურნეო წლის და სტრატეგიული ბიზნეს-გეგმებით გათვალისწინებული მაჩვენებლების უშუალოდ შემსრულებლამდე დაყვანა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისი საზოგადოების საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო დოკუმენტების შემუშავება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ ახალი ობიექტების მშენებლობებთან, რეკონსტრუქციებთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
კ) იმ ბრძანების პროექტების მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისთვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წარდგენა, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების ფინანსური რესურსების მართვის სამსახურზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებასთან.
სს გეს „საქრუსენერგოს“ ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სს გეს „საქრუსენერგოს“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატ(ებ)ის შეფასება მოხდება გასაუბრებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@sakrusenergo.ge ან წარმოადგინოთ სს გეს „საქრუსენერგოს“ კანცელარიაში მატერიალური ფორმით (მის. ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 სექტემბერი.
საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადებ(ებ)ის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
წინამდებარე კონკურსისთვის პირის/კანდიდატის მიერ ავტობიოგრაფიის/CV-ის წარდგენა გულისხმობს პირის/კანდიდატის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში/CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელი სამუშაოსთვის/თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.