გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს გეს „საქრუსენერგოში“ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ
ქ. თბილისი 29 ოქტომბერი, 2026 წელი
სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ აცხადებს ღია კონკურსს საზოგადოების პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად.
ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, ასევე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „შრომითი მიგრაციის“ შესახებ საქართველოს კანონით, ასევე მათ საფუძველზე მიღებული/დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ პირ(ებ)ს,
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ავტობიოგრაფია ან CV (სივი);
ბ) განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3*4-ზე);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ან/და დროებითი ბინადრობის მოწმობა;
ე) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ყოფნის/არყოფნის დამადასტურებელი ცნობა).
1. პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის ვადით;
გ) გუნდური მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის უნარი;
დ) რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
ე) კომუნიკაბელურობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ვ ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office)
სამუშაოს აღწერილობა:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) გაუწიოს ტექნიკური ზედამხედველობა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე წარმოებულ სამუშაოებზე სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტების შესაბამისად;
ბ) მოამზადოს ტექნიკური დავალებები სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობაზე;
გ) განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტების მშენებლობის პროცესში;
დ) განახორციელოს ინსპექტირება შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა პოტენციურ კონტრაქტორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ვ) გაუწიოს კოორდინაცია და მონიტორინგი, კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობაზე;
ზ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების სისწორესა და განხორციელებული ქმედებების კანონიერებაზე.
სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სს გეს „საქრუსენერგოს“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატ(ებ)ის შეფასება მოხდება გასაუბრებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@sakrusenergo.ge ან წარმოადგინოთ სს გეს „საქრუსენერგოს“ კანცელარიაში მატერიალური ფორმით (მის. ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ნოემბერი.
საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადებ(ებ)ის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
წინამდებარე კონკურსისთვის პირის/კანდიდატის მიერ ავტობიოგრაფიის/CV-ის წარდგენა გულისხმობს პირის/კანდიდატის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში/CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელი სამუშაოსთვის/თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.