ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

2020 წლის 05 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ “კავკასიონი” შეკეთებაშია და მიმდინარეობს კომპანიის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.

შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე შეიცვლება დაზიანებული იზოლატორები და სახაზო არმატურა, შეიცვლება და შეკეთდება დაზიანებული სადენები, ჩატარდება ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება,  შეკეთდება ანძებთან მისასვლელი გზები, ანძები დაკომპლექტდა ნაკლული კუთხოვანებითა და ქანჩ-ჭანჭიკებით. ანძებს შორის მალებში შესრულდება გაჩეხვითი სამუშაოები, რომელთა შესრულება აუცილებელია ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში. ასევე, შესრულდება  ყველა სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც არ იყო  გათვალისწინებული გეგმით, მაგრამ აუცილებელია გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.

ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა №176 და N225 კუთხური  ანძების  მდგრადობის შენარჩუნებისათვის შესრულდება მათი საჭიმრებით გამაგრება.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

2024 წლის 27 დეკემბერს, მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დანიშნულია სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით

ლოგო-1-1200x857-2

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.