ჭადრაკის ტურნირი “საქრუსენერგოში”

2018 წლის 2 ნოემბერს,  ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს შორის გაიმართა შიდა ტურნირი ჭადრაკში. ტურნირს ორგანიზება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა გაუწია. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით ხუთ ტურად გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში გამოიკვეთა სამი თანაბარქულიანი მონაწილე, რომელთა საპრიზო ადგილები კოეფიციენტების დათვლის შედეგად გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული გახდა თბილისის სს უბნის თანამშრომელი მანგული ხუბუა. მეორე და მესამე ადგილები დავით მაღლაკელიძემ და გიორგი ჟღენტმა გადაინაწილეს.

აღსანიშნავია, რომ მანგული ხუბუა  ამა წლის ნოემბრის ბოლოს  მოსკოვში გაემგზავრება და სს გეს „საქრუსენერგოს“ სახელით მონაწილეობას მიიღებს ПАО «ФСК ЕЭС»-ის მიერ ორგანიზებულ საჭადრაკო ტურნირში.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა