ამა წლის 19–20 ივნისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერალური საქსელო კომპანიის მმართველობის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრ მუროვი და კომპანიის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ამა წლის 19–20 ივნისს საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერალური საქსელო კომპანიის მმართველობის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრ მუროვი და კომპანიის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ეწვივნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სადაც გაიმართა შეხვედრა მინისტრთან ბატონ კახა კალაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა სს გეს „საქრუსენერგოს” პრეზენტაცია, ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გაწეულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა მცირე მიმოხილვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით რუს და ქართველ კოლეგებს შორის.
გარდა ამისა რუსეთის ფედერალური საქსელო კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელობასთანთან.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი