აჭარა

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს 220 კვ ქვესადგურის “ბათუმი-220”-ის რეკონსტრუქცია, მასში 220 კვ ეგხ-ების “ახალციხე-1”-სა და “ახალციხე-2”-ის  შესვლით, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ქვესადგურებს “ახალციხე-500”-ს და “ბათუმი-220”-ს. აღნიშნული კავშირით შეიკვრება საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი 500-220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების რგოლი და მნიშვნელოვნად ამაღლდება როგორც საქართველოს ენერგოსისტემის, ასევე აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა და მდგრადობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილზე საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების განხილვისა და მოგვარების მიზნით, ამა წლის 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გენერალური დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები მივლინებით იმყოფებოდნენ წალენჯიხისა და ზესტაფონის სს უბნებზე, ბათუმის, ხელვაჩაურის, წალენჯიხის, მარტვილის, წყალტუბოსა და ზესტაფონის მუნიცეპალიტეტებში.  გარდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოებისა ბატონმა რომეო მიქაუტაძემ გამართა შეხვედრა სოფელ კაპანდიბის მოსახლეობასთან, გაეცნო მათ პრობლემებს და შესაძლო დახმარებას დაჰპირდა.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი