ენერგეტიკოსის პროფესიულ დღე

ენერგეტიკოსის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის და პარლამენტის წევრები, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, ასევე სს გეს საქრუსენერგოს გენერალური დირექტორი მამუკა მენაღარიშვილი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭიაშვილი და გენერალური დირექტორის მოადგილეები არჩილ ნიკოლაშვილი და ზაზა ლორთქიფანიძე.

ქვეყნის ენერგეტიკის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ დამსახურებული ენერგეტიკოსები, მათ შორის სს გეს საქრუსენერგოს ქონების მართვისა და კორპორატიული ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე კობა სულაქველიძე.

სს გეს საქრუსენერგო ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი