ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს სს გეს საქრუსენერგოში ჩატარდა ღია კონკურსი ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილის და გეოინფორმაციული სისტემების სამსახურის გარემოსდაცვითი მმართველის თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია (შეტყობინება) განთავსდა სს გეს საქრუსენერგოს ვებგვერდზე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, საკონკურსო პირობების გათვალისწინებითა და დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარმოდგენილი იყო 2 განაცხადი,   მატერიალური სახით. ღია კონკურსი ჩატარდა „სს გეს საქრუსენერგოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა დაცვით,  2(ორი) ეტაპად.  პირველ ეტაპზე წარმოდგენილი  განაცხადები შემოწმდა დასაკავებელი თანამდებობისთვის გამოცხადებული ღია  კონკურსისთვის კონკურსის  წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და  შემდეგ წარედგინა საკონკურსო კომისიას. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების შეფასება  მოხდა გასაუბრებით, დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე კანდიდატები, თანამდებობაზე დასანიშნად კომისიამ წარუდგინა გენერალურ დირექტორს.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა