2025 წლის 13 ივნისს ჩატარებულ იქნა სს გეს „საქრუსენერგო“-ს (ს.ნ. 211324468) აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
საკითხი №1. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ;
საკითხი №2. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2024 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
საკითხი №3. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება, საზოგადოების მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
საკითხი №4. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2024 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
საკითხი №5. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მიერ 2024 საანგარიშო წლის შედეგებით მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ.
სს გეს „საქრუსენერგოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე კომპანიის 2024 წლის საქმიანობა დადებითად იქნა შეფასებული.