2025 წლის წლის 11 ივნისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება 500 კვ ეგხ „ასურეთზე“ 2025 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული გარკვეული სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ხაზის ანძებთან მისასვლელი დაზიანებული გზების აღდგენასთან და შეკეთებასთან. ასევე ანძებთან დროებით მისასვლელ გზებზე გადმოსული ხე-მცენარეების ჩამოკაფვასთან, ანძის ძირების გასუფთავებასთან ამონაყარი მცენარეებისაგან, გრუნტის გახსნით ფუნდამენტებისა და დამიწების კონტურის შემოწმებასთან და სხვა.
აღნიშნული სამუშაოები წარმოებს დიდგორის მთის მონაკვეთზე, მცხეთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ეგხ ,,ასურეთის“ N216-N271 ანძებს შორის მონაკვეთში. თბილისის სსუ-ს პერსონალთან ერთად სამუშაოებს ასრულებს ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. სამუშაოთა წარმოებაზე გამოყენებულია სპეცტექნიკა, ბულდოზერი „კატერპილერი“ D8 და ექსკავატორ-დამტვირთველი „კატერპილერი“ .
სამუშაოთა წარმოებას მონიტორინგსა და კოორდინაციას უწევს თბილისის სსუ-ს უფროსი ვახტანგ ძაგნიძე. სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილ ვადებში, შეფერხების გარეშე.
















