განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო”აცხადებს კონკურსს და გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად
500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი-2″-ის N369-409 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების ჩასატარებლად
თბილისი 6 ივნისი 2013 წ.

განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას 2013 წ 17 ივნისამდე.
1.სს გეს „საქრუსენერგო” შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი-2″-ის N369-409 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) გადახდის ფორმა და ვადები;
დ) ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების ბოლო 3 წლის გამოცდილების შესახებ
3. განაცხადი გაგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წ “17” ივნისის 18 სთ. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2013 წ “17” ივნისს. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის ქ. N2 სს გეს „საქრუსენერგო”.
6. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე კანცელარიაში.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით.
8. მიწოდება იწარმოება “განაცხადში ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ” შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება წარმოებული იქნება “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციის და ტექნიკური დავალების მისაღებად მოგვმართეთ ქ. თბილისი მარშალ გელოვანის ქ. N2 მე-2 სართული ან იხილეთ სს გეს „საქრუსენერგოს” ოფიციალურ საიტზე: www.srenergo.ge
საკონტაქტო პირები:
დავით ღვინეფაძე ტ. 599 47 97 95 ტექნიკური სამსახური
დავით ბურჯანაძე ტ. 595 95 70 70 შესყიდვების სამსახური

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.