განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელად საჭირო მასალა-მოწყობილობები)
ქ.თბილისი 21 იანვარი 2025 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობაზე (ფორმა №2);
ბ) ინფორმაცია საქონლის ფასების, მიწოდების ვადების, საგარანტიო პერიოდის, საქონლის კონკურსით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადასტურების პირობების შესახებ და სხვა. (თანდართულია – ფორმა №3, ფორმა №4);
– გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
– ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
გ) პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად. ინფორმაცია საქონლის ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ – ფორმა №3 (სავალდებულოა წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციის კონკრეტული ლოტით მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციის შეთავაზება).
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
• ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
დ) პრეტენდენტმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად, საკონკურსო განაცხადის კონკრეტული ლოტით მოთხოვნილი საქონლის ყველა პოზიციაზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი საწარმოს, ან ქარხანა-მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი, საქონლის დასახელების, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მითითებით, რომლის შესაბამისად, პროდუქციის ქარხანა-მწარმოებელი იღებს ვალდებულებას დაამზადოს, ხოლო თავად მწარმოებელი, ან მწარმოებლის ოფიციალური სავაჭრო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს, საკონკურსო დოკუმენტაციით და შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული პროდუქცია. ქარხანა-მწარმოებლის საგარანტიო წერილის არ ქონა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
ე) სახაზო არმატურაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ქარხანა-მწარმოებლებზე გაცემული, ძალაში მყოფი – მოქმედი ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატები საქმიანობის შემდეგ სფეროებში: სახაზო არმატურის პროექტირება, წარმოება და მიწოდება.
ვ) სადენი – АС400/51 და АС300/67 – მისაწოდებელი პროდუქციის შესაბამისობის ან/და ხარისხის სერთიფიკატი;
ზ) გვარლი – С70-ზე – მისაწოდებელი პროდუქციის შესაბამისობის სერთიფიკატი ან/და ხარისხის სერთიფიკატი;
თ) სადენზე გადასაადგილებელი მონტიორის კალათა – შემოთავაზებული საქონლის პასპორტი და შესაბამისობის სერთიფიკატი.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 იანვრის 17:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5.განაცხადები შეფასდება 2025 წლის 28 იანვარს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს მიწოდების ვადის და შემოთავაზებული ფასის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11.გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
13. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მობ: 595 00 33 33 – შესყიდვების სამსახური. 599 09 95 10 – ტექნიკური სამსახური.