სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი: სასერვერო ოთახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. სახანძრო უსაფრთხოების დანერგვა. სერვერული აპარატურის მიწოდება, კონფიგურაცია, იმპლემენტაცია. პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის უწყვეტი მონიტორინგი და მხარდაჭერის სერვისი 1 წლის განმავლობაში.

ქ.თბილისი                                                       22 იანვარი 2025 წ.

1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს, მომსახურების და საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);
გადახდა განხორციელდება სამუშაოს დასრულების, მომსახურების გაწევის და საქონლის მიწოდების შემდგომ, შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი გადახდა, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის და საქონლის მიწოდების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის და საქონლის მიწოდების ვადას.
გ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების (ლიკვიდაცია) ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
• შემოთავაზებული სერვერისა და მონაცემთა სანახი უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის, მწარმოებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 ავტორიზირებული, ოფიციალური სერვის-ცენტრი საქართველოში;
• პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 1 ინჟინერი, სერთიფიცირებული (ფორმა N3)-ში ჩამოთვლილი აპარატურის მწარმოებლის მიერ, ტექნიკის ორივე გადაწყვეტილებაზე;
• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვერისა და მონაცემთა სანახის მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი;
• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფაერვოლის მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი;
• პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 განხორციელებული პროექტი სასერვერო ოთახის მოწყობის, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებები და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები;
• პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 განხორციელებული პროექტი (ფორმა N3)-ში ჩამოთვლილი ტექნიკის მხარდაჭერისა და მონიტორინგის, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებები.
• პრეტენდენტმა საკონკურსო დოკუმენტაციასთან ერთად (პრეტენდენტმა წინასწარ უნდა დაათვალიეროს შემსყიდველის სასერვერო ოთახისთვის განკუთვნილი სივრცე რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“) უნდა წარმოადგინოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია რომელშიც დეტალურად გაწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების და მასალების რაოდენობები ღირებულებების მითითებით (წინამდებარე ფასთა გამოკითხვის საკონკურსო განცხადებას სასერვერო ოთახის საპროექტო ნახაზი თან ერთვის იხილეთ (ფორმა N4);
• შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით. დამზადებული 2024-2025 წწ. (მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.)
• შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
• პრეტენდენტმა სატენდერო განაცხადში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები, ტერმინების „არა ნაკლებ“, „არა უმეტეს“ გარეშე.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 იანვრი 17:00 საათი.
აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2025 წლის 29 იანვარს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
8. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
13. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: 595 00 33 33, 598 88 98 11.

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.