განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს №219 საყრდენიდან №226 საყრდენამდე დროებითი მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოები.
ქ. თბილისი 20 ივნისი 2025 წ.
1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში „შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელებაზე. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან, საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის (საჭიროების შემთხვევაში) და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან წინამდებარე ფასთა გამოკითხვის კონკურსში გამარჯვებული კომპანიისთვის ობიექტზე დაშვების სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენა ქართული.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობისა და ფასების შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);
გ) გადახდა განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის ვადაში, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული – A ტიპის ინსპექტირების ორგანოს ზედამხედველის მიერ დამოწმებული ფორმა №2-ის და შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. დასაშვებია წინასწარი გადახდა. მოთხოვნილი ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
დ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 3.5% ოდენობაზე (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება), რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ ადევს ყადაღა;
• ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
ვ) ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის გამოცდილების შესახებ. ცხრილი №1.
თანამდებობა
პერსონალის რაოდენობა მინიმალური გამოცდილება
სამუშაოთა ხელმძღვანელი 1 მინიმუმ – 5 წლიანი გამოცდილება გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების კუთხით.
სამუშაოთა მწარმოებელი 2 მინიმუმ – 3 წლიანი გამოცდილება გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების კუთხით.
გზის სპეციალისტი 1 მინიმუმ – 3 წლიანი გამოცდილება გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების კუთხით.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი 1 მოქმედი სერთიფიცირებული სპეციალისტი
გარემოს დაცვის სპეციალისტი 1 მოქმედი სერთიფიცირებული სპეციალისტი
გზის გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოების 20 მუშა-მოსამსახურე პერსონალი
ცხრილი №1
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცხრილში წარმოდგენილი პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებიც (როგორც მინიმუმ) დასაქმებულნი იქნებიან 500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს №219 საყრდენიდან №226 საყრდენამდე დროებითი მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოების წარმოების მართვაზე (ხელმძღვანელობაზე).
500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე საკონკურსო განაცხადზე თანდართული:
– 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენის სამუშაოების პროექტის (კორექტირებული) შესაბამისად;
– ექსელის ფაილით წარმოდგენილი 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენის სამუშაოების მოცულობის შესაბამისად;
– 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენიდან N226 საყრდენამდე მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენის სამუშაოების მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შესაბამისად.
• სამუშაოების დაწყებამდე პრეტენდეტმა ასევე, უნდა წარმოადგინოს სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომელიც უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
• პრეტენდენტმა სამუშაოთა წარმოების ობიექტზე უნდა განახორციელოს მანქანა-მექანიზმების მობილიზება არანაკლებ ცხრილი №2-ში მითითებული რაოდენობებისა.
ცხრილი №2
დასახელება რაოდენობა
ბულდოზერი 130 ც.ძ. და მეტი 2 ცალი
ექსკავატორი – 1მ3 1 ცალი
ექსკავატორი – კოდალა, „ლიბერი“ ან ანალოგი 1 ცალი
სანგრევი ჩაქუჩი 1 ცალი
კომპრესორი 5 მ3/წთ 7 ატმ. 1 ცალი
ავტოთვითმცლელი 3 ცალი
,,ბორტიანი’’ მანქანა 2 ცალი
მისაბმელი წამწით (,,ლაფეტი’’) 2 ცალი
მოთხოვნა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ ადგენს იმ მინიმუმს რაც საჭიროა პროექტის ჯეროვნად განსახორციელებლად, მაგრამ არ აძლევს პრეტენდენტს უფლებას მოახდინოს ამ მოთხოვნაზე აპელირება თუკი სამუშაოების მიმდინარეობისას დადგება მეტი პერსონალის ან/და ტექნიკის მობილიზების საჭიროება, პროექტის დროულად შესასრულებლად.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1. სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე . აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები გაიხსნება 2025 წ. 30 ივნისს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1 სს გეს „საქრუსენერგო“. განაცხადების შეფასება განხორციელდება არაუგვიანეს 2025 წლის 2 ივლისისა.
6. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ამავე პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში, ლარებში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს.
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ შემუშავებულ „ტექნიკური დავალებას, სამუშაოთა მოცულობებს და შესავსებ სახარჯთაღრიცხვო ცხრილს,” – განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირობებს, შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს და არ შეესამამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო, ხოლო შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული. ასევე, სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: შესყიდვების სამსახური – 595 00 33 33.
ტექნიკური სამსახური – 599 09 95 10.