განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგო“-ს 500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს №219 საყრდენიდან №226 საყრდენამდე (კოდორის ხეობა) დროებითი მისასვლელი გზის გაწმენდა-აღდგენით სამუშაოებზე საზედამხედველო-ინსპექტირების მომსახურეობა.
ქ. თბილისი 10 ივლისი 2025 წ.
სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან წინამდებარე ფასთა გამოკითხვის კონკურსში გამარჯვებული კომპანიისთვის (ტექნიკურის ზედამხედველისთვის) ობიექტზე დაშვების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ენა ქართული.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის ეტაპების მიხედვით, შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში. შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
ე) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3.5%-ს ოდენობით (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება). რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
• შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, პრეტენდენტის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
• შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ ადევს ყადაღა;
• მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:
ვ) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ და უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების პირობებს;
ზ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) შესაბამისი სფეროთი: ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N 2-ის მიხედვით; ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო; ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების; ხიდების; ჰიდროტექნიკური ნაგებობების; საავტომობილო გზების, აეროდრომების; ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვმდე და 1000 ვ-ს ზევით); სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება. ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე: ობიექტის სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრავიო სამუშაოების პროცესზე დასწრება/დაკვირვება და შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან). რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს საკონსულტაციო საზედამხედველო მომსახურების გაწევის ვადას.
3. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის „18“ ივლისის 12:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2025 წ. „18“ ივლისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე. უცხოური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა დაერთოს სერტიფიცირებული თარგმანი ქართულ ენაზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილებადა მოიცავდეს პრეტენდენტის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის (ფორმა N3 თან ერთვის), ფასებისა, გადახდის პირობებისა და მიწოდების ვადების (ფორმა N4 თან ერთვის)“ მიხედვით. განაცხადი რომელიც არ პასუხობს მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ პირობებს, შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს და არ შეესამამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო, ხოლო შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული. ასევე, სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
12. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33 ; 597 58 78 58