დანართი 1

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს გეს „საქრუსენერგოში“ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

ქ. თბილისი 29 აპრილი, 2026 წელი

სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ აცხადებს ღია კონკურსს საზოგადოების შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის, სამეურნეო სამსახურის კოორდინატორის თანამდებობისა და ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ავტობიოგრაფია ან CV (სივი);
ბ) განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა (ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ყოფნის/არყოფნის
დამადასტურებელი ცნობა).

1. შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის ვადით;
გ) გუნდური მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის უნარი;
დ) რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
ე) კომუნიკაბელურობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ვ ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office)

სამუშაოს აღწერილობა:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ბიზნეს-გეგმაში ასახული სახსრების მუშა-მოსამსახურეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების კონტროლი;
გ) საზოგადოების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და კოორდინაციის გაწევა;
დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება;
ე) სამსახურის მიერ შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) საზოგადოების სამსახურების საქმიანობისა და საზოგადოების ბალანსზე რიცხულ ელექტროგადამცემ ხაზებზე ჩატარებული სამუშაოების შესწავლა-შემოწმება სამუშაოების დამთავრებისთანავე და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოხსენებითი ბარათის სახით წარდგენა;

2. სამეურნეო სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის ვადით;
გ) ქართული ენის თავისუფლად ცოდნა;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office)
ვ) კომუნიკაბელურობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაოს აღწერილობა:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნაზე კოორდინაციის გაწევა და კონტროლი;
გ) სამეურნეო დანიშნულების საოფისე და საკანცელარიო საწყობის მოვლა-პატრონობაზე, მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
დ) გენერალური დირექტორის, კურატორი გენერალური დირექტორის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებების და მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის ვადით;
გ) ვიდეო/აუდიო გადაღების და ვიდეო ინჟინერიის ცოდნა.
დ) რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
ე ) საოფისე პროგრამების ცოდნა – (MS Office)MS Power pint, Adobe Photoshop,
ვ) კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერილობა:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის) ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ;
გ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
დ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ე) გენერალური დირექტორის და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებებსა და დავალებების და მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

სს გეს „საქრუსენერგოს“ შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობის, სამეურნეო სამსახურის კოორდინატორის თანამდებობისა და ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სს გეს „საქრუსენერგოს“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატ(ებ)ის შეფასება მოხდება გასაუბრებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტაცია ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@sakrusenergo.ge ან წარმოადგინოთ სს გეს „საქრუსენერგოს“ კანცელარიაში მატერიალური ფორმით (მის. ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. N1).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 მაისი (კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღე).
საზოგადოების საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განაცხადებ(ებ)ის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

წინამდებარე კონკურსისთვის პირის/კანდიდატის მიერ ავტობიოგრაფიის/CV-ის წარდგენა გულისხმობს პირის/კანდიდატის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში/CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ დასაკავებელი თანამდებობისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელი სამუშაოსთვის/თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.