იუბილე

დღეს ჩვენი კომპანიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს ბატონ თამაზ თხელიძეს 80 წელი შეუსრულდა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ბატონი თამაზის მიერ გაწეულ დაუღალავ და კეთილსინდისიერ შრომას, მიზანდასახულობასა და დიდ პასუხისმგებლობას, რომლითაც იგი ეკიდება ყოველ დავალებას, დასახულ მიზანსა თუ ამოცანას.  აქვე გვინდა, აღვნიშნოთ მისი პიროვნული თვისებები: ლოიალობა, კაცთმოყვარეობა, სიკეთე, კოლეგიალურობა. სს გეს “საქრუსენერგოში” მოღვაწეობის პერიოდში მან აღზარდა და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებაში დაეხმარა არაერთ ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელთაც ყოველთვის ემახსოვრებათ მის მიერ გაწეული ღვაწლი.

ბატონ თამაზს საიუბილეო თარიღი მიულოცა ჩვენი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მთელი კოლექტივის სახელით  უსურვა მას ჯანმრთელობა, ბედნიერება, დღეგრძელობა და ჩაფიქრებული იდეებისა და გეგმების სრულად განხორციელება.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

30 წლის იუბილე

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

710098523_1648318786830957_7918535884546678721_n

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე