2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

2026 წლის 06 აგვისტოს დანიშნულ სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე წარმოდგენილი საზოგადოების აქციონერების გადაწყვეტილებების საფუძველზე ზემოაღნიშნული კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა ერთხმად შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

საკითხი №1. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება, დანართი №1-ის შესაბამისად.

საკითხი №2. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2025 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს 2025 წლის წლიური ანგარიში, დანართი №2-ის შესაბამისად.

საკითხი №3. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება, საზოგადოების მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

გადაწყვეტილება – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალური დირექტორის ანგარიში საზოგადოების მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, დანართი №3-ის შესაბამისად.

საკითხი №4. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2025 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება – დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2025 წლის ანგარიში, დანართი №4-ის შესაბამისად.

საკითხი №5. სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მიერ 2025 საანგარიშო წლის შედეგებით მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ.

გადაწყვეტილება – სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მიერ 2025 საანგარიშო წლის შედეგებით მიღებული წმინდა მოგება არ განაწილდეს დივიდენდებზე და დატოვებულ იქნას საზოგადოების განკარგულებაში.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ