ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი

გუშინ 22:30 საათზე ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი”კოლხიდა-2″. დაზიანებულია ეგხ „პალიასტომი-1″.

 

სს „საქრუსენერგოს” სსუ–ს ბრიგადების მთელი შემადგენლობა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ ავარიის ადგილმდებარეობას და დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. დილის 7.00 საათისათვის მიკვლეულ იქნა დაზიანების კერა, დიდი ჭყონის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა დაზიანების სავარაუდო მიზეზი, დაზიანება გამოწვეული იქნა არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, კერძოდ ძლიერი ელჭექით.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია, ინტენსიურ აღდგენით სამუშაოებში ჩართულნი არიან სს „საქრუსენერგოს”ტექნიკური პერსონალის სრული შემადგენლობა და სპეცტექნიკა.  აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლოს დასრულდება, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ აღნიშნული დაზიანებების გამო,  დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა.
ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

2026 წლის 06 აგვისტოს ჩატარებულ სს გეს ,,საქრუსენერგოს”აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

ლოგო 1

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოშო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ

ლოგო 1

სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს მორიგი აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ