500 კვ ეგხ „იმერეთი“ შიდა სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზია და იგი მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფაში. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს და ერთმანეთთან აკავშირებს ენგურჰესს და ქ/ს “ზესტაფონი-500”-ს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 128 კმ-ია და მოიცავს 388 ანძას.
ენგურჰესის გამომუშავება 3,5 მლრდ.კვტ.სთ-ია (დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ), საიდანაც 2/3 გამომუშავებული ელექტროენერგიისა გადაიცემა 500 კვ ეგხ “იმერეთის” საშუალებით, რომელსაც ემატება ასევე ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოდის რუსეთიდან 500 კვ ეგხ “კავკასიონის” საშუალებით.
ენგურჰესიდან ქ/ს “ზესტაფონი-500”-მდე ელექტროენერგიის გადაცემა შესაძლებელია ასევე 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებითაც, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება რაც მოსალოდნელია დატვირთულ მდგომარეობაში (800 მგვტ და მეტი) მყოფი 500 კვ ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვის შემთხვევაში.























