500 კვ ეგხ „კავკასიონი“ წარმოადგენს ქვეყნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირება.
გადამცემი ხაზის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით სს გეს „საქრუსენერგო“ ყოველწლიურად ასრულებს გარკვეული მოცულობის გეგმიურ სარემონტო და საჭიროების შემთხვევაში ავარიულ-აღდგენით სამუშაოებს.
ერთ-ერთ ასეთ აუცილებელ და გადაუდებელ ავარიულ-აღდგენით სამუშაოს წარმოადგენდა ეგხ „კავკასიონის“ N12 და N16 საყრდენების დგარების ფუნდამენტების გამაგრება გაბიონების მოწყობის გზით. აღნიშნული საყრდენების დგარების მიმდებარე ტერიტორია ჩამოირეცხა უხვი ნალექებისაგან და ჩამდინარე ზედაპირული წყლებისაგან.
ეგხ „კავკასიონის“ N12 და N16 საყრდენები განლაგებულია გალის რაიონის ტერიტორიაზე, შავ ზღვასთან ახლოს და მოქცეულია უხვ ნალექიან ზონაში, სადაც ნალექები განსაკუთრებით ჭარბად მოდის გაზაფხულზე და შემოდგომით. ელექტროგადამცემი ხაზის ნებისმიერი ერთი საყრდენის დგარის წაქცევას შეიძლება გამოეწვია ეგხ-ს ფუნქციონირების დიდი ხნით მოშლა, თანმდევი ნეგატიური ეკონომიკური შედეგებით.
აღნიშნულთან დაკავშრებით სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურში შესრულდა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N12 და N16 ანძების საყრდენების დგარების გაბიონებით გამაგრების პროექტი, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის საინჟინრო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სამშენებლო სამუშაოები წარიმართა 2024 წლის 10 ოქტომბრიდან 31 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, რომელიც შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ნიუ-მეტალ ჯორჯია“. სამუშაოთა წარმოებას საავტორო ზედამხედველობას უწევდა სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იური ნადირაძე.





















