სს გეს “საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი მამუკა მენაღარიშვილი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭიაშვილი და გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ჭყონია სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ქალაქ ოზურგეთს ესტუმრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
ოზურგეთის მთავარ მოედანზე მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენერგეტიკის დარგში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში რეგიონში ჩასულმა სტუმრებმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ოზურგეთის მერთან ერთად განახლებული თეატრის შენობა დაათვალიერეს.
სს გეს “საქრუსენერგო” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს












