500კვ ეგხ „კავკასიონზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგა 2025 წლის 15 აგვისტოს და იგი გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სრულდება ეგხ „კავკასიონის N26-N151 ანძებს შორის მონაკვეთზე გატეხილი იზოლატორების, განმბრჯენებისა და გაცვეთილი სახაზო ელემენტების შეცვლის, მარყუჟებში და ხაზში დაზიანებული სადენების შეკეთების და გაჩეხვითი სამუშაოები. ეგხ-ს N42-N61 ანძებს შორის მონაკვეთში ანძებთან მისასვლელი გზების გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები, ასევე სხვა სამუშაოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა აღმოჩნდება სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში.

სარემონტო სამუშაოებს ეგხ „კავკასიონის“ N26-N151 ანძებს შორის მონაკვეთზე ასრულებს სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნის პერსონალი. თბილისის, ხაშურისა და ზესტაფონის“ სსუ-ების პერსონალთან ერთად. ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოებაში ჩართულია კომპანიის ტრანსპორტის სამსახურის პერსონალიც. სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებულია კომპანიის 30 თანამშრომელი და 12 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა. სამუშაოთა წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ დასავლეთ საქართველოს ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე. ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის გამარულ მუშაობას უზრუნველყოფენ სს გეს „საქრუსენერგოს“ ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები, უფროსის მოადგილე ნიკო ყიფშიძე და კოორდინატორი ნიკოლოზ ილაშვილი. პერსონალის მიერ სამუშაოთა სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეები დემურ ბუაძე და ილია კალაძე.

ანალოგიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ N152-N229 ანძებს შორის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ-მეტალ-ჯორჯია“.

მიმდინარე პერიოდში კოდორის ხეობაში წარმოებს გზის გაწმენდა-აღდგენითი სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ N219 ანძიდან N226 ანძამდე, რათა მომავალ 2026 წელს შესაძლებელი გახდეს ტექნიკის მიყვანა სამონტაჟო მოედნებამდე და N225 ანძის ბაგირული დაკიდებით შეცვლა.

გარდა აღნიშნულისა ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ-ს N235-N236/1 საანკერო მალში შესრულდება მიმდინარე წლის ივლისის თვეში „საქრუსენერგოს“ ყარაჩაევის ფილიალის პერსონალის მიერ აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოები. სარემონტო მალი იმყოფება ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე და სამუშაოების წარმოება მიმდინარეობს ურთულეს რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში. ყველა მასალა მოწყობილობა ადგილზე მიიტანება ხელით, საფეხმავლო ბილიკით 9 კმ-ის მანძილზე. სამუშაოებს ეგხ „კავკასიონის“ N235-236/1 საანკერო მალში ასრულებს სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე ზედამხედველობას უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იური ნადირაძე.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეგხ „კავკასიონის“ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზეც, ეგხ-ს N236/1-N756 (ნახარის უღეკტეხილი-ქ/ს „ცენტრალნაია) ანძებს შორის მონაკვეთზე, რომელსაც ასრულებს სს გეს „საქრუსენერგოს ყარაჩაის ფილიალის“ მაიკოპისა და ყარაჩაევსკის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი.

მიმდინარე წლის 21-23 აგვისტოს 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მოინახულა სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობამ. აღნიშნულ პერიოდში დათვალიერდა ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული 220 კვ ეგხ „აჭარა“ (ქ/ს „ბათუმი-22“-ქ/ს „ხოფა“-თურქეთი), რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს ქ/ს „ხოფაში“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო. დღეისათვის 220 კვ ეგხ „აჭარა“ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი სრულფასოვანი დატვირთვა.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

სს გეს „საქრუსენერგო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

599941953_1506206891042148_1064853551260512251_n

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა

571201403_1460351892294315_8062422109977194013_n

აბრეშუმის გზის ფორუმი