ინფორმაცია 500 კვ ეგხ კავკასიონზე მიმდინარე სარეკონსტუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით”

მიმდინარე წლის 17 ივნისს 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სს გეს “საქრუსენერგოს” გენერალურმა დირექტორმა და კომპანიის მენეჯმენტმა მოინახულა.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2024-2034 წწ ათწლიანი გეგმის მიხედვით პროექტი დასახელებით „სვანეთი“, მოცემულ რეგიონში ითვალისწინებს მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას – გადამცემი ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.

აღნიშნული პროექტით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 267 მგვტ სიმძლავრის, 500/110/35 კვ ძაბვის „იდლიანის“ ქვესადგურის მშენებლობა, რომელშიც უნდა მოხდეს 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა. პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N91-N94 ანძებს შორის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. გადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია ითვალისწინებს: ეგხ-ს N92 და N94 ანძების დემონტაჟს და სხვა ლოკაციაზე მონტაჟს, N93 ანძის დემონტაჟს და მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე, ორი ახალი У2С2У ტიპის კუთხური N93 და N93ა ანძების (6 დგარის) მონტაჟს.

განსახორციელებელი პროექტის სირთულიდან გამომდინარე (სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო დრო, რთული მეტეოროლოგიური პირობები და რელიეფი, ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენების შესაძლებლობა და სხვა) მიზანშეწონილად მივიჩნიეთ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა „იდლიანის“ ქვესადგურში განეხორციელებინა საქრუსენერგოს საკუთარი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებით.

სამუშაოები პროექტის განხორციელების მიზნით დაიწყო 2026 წლის 20 აპრილს და მიმდინარეობს გადამცემი ხაზის შეკეთებაში ჩაყენების გარეშე. 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგება მიმდინარე წლის 22 ივნისს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შესრულდება კომპანიის ბიზნეს-გეგმით და ათწლიანი გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და დასრულდება კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე N225 კუთხურ-საანკერო ანძის ბაგირული დაკიდებით შეცვლის სამუშაოები, დაიწყება ოპტიკურ-ბოჭკოვანი მეხამრიდი გვარლის მონტაჟი ეგხ „კავკასიონის“ N26 ანძიდან „იდლიანის“ ქვესადგურამდე, რომელიც დასრულდება 2027 წელს. გარდა აღნიშნულისა განხორციელდება გეგმით გათვალისწინებული სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები ეგხ „კავკასიონის“ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე.

500 კვ ეგხ „კავკასიონის“ „იდლიანის“ ქვესადგურში შეჭრის პროექტის ფარგლებში, N93 და N93ა ანძების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისათვის პერსონალის გადასაყვანად, მასალა-მოწყობილობებისა და ტექნიკის გადასატანად აუცილებელი გახდა მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე გადასასვლელი, სოფელ იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ხუდონჰესის მშენებლობის დროს დამონტაჟებული ვანტური ხიდის აღდგენა.

ამჟამად აღდგენილია ვანტური ხიდი, მიყვანილია გზები N93 და N93ა ანძების განთავსების ლოკაციებამდე, მოწყობილია სამონტაჟო მოედნები, ჩალაგებულია N93ა ანძის ფუნდამენტები და დამონტაჟებულია აღნიშნული ანძის სამივე დგარი. მიმდინარეობს N93 ანძის ფუნდამენტების ქვაბულების ამოღება და მონტაჟი. მოწყობილია ბაზა მასალა-მოწყობილობებისა და ტექნიკის განსათავსებლად. შეძენილი და დასაწყობებულია ყველა საჭირო მასალა-მოწყობილობა.

სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებული კომპანიის 30-მდე თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

სამუშაოთა წარმოებას კოორდინაციას უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ დასავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.

სხვა სიახლეები

ლოგო 1

ინფორმაცია 500 კვ ეგხ კავკასიონზე მიმდინარე სარეკონსტუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით”

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

30 წლის იუბილე

ლოგო-1-1200x857-2-qw31cbgkq2fy8i4erku8k3du5unuj5rgxx5ldl8rds

ინფორმაცია სს გეს საქრუსენერგოში თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების შესახებ