მიმდინარე წლის 28 ივლისს სს გეს საქრუსენერგოში ჩატარდა ღია კონკურსი შიდა აუდიტის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია (შეტყობინება) განთავსდა სს გეს საქრუსენერგოს ვებგვერდზე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, საკონკურსო პირობების გათვალისწინებითა და დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარმოდგენილი იყო 1 განაცხადი, მატერიალური სახით. ღია კონკურსი ჩატარდა „სს გეს საქრუსენერგოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა დაცვით, 2(ორი) ეტაპად. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადი შემოწმდა დასაკავებელი თანამდებობისთვის გამოცხადებული ღია კონკურსისთვის კონკურსის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შემდეგ წარედგინა საკონკურსო კომისიას. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატის შეფასება მოხდა გასაუბრებით, დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე კანდიდატი, თანამდებობაზე დასანიშნად კომისიამ წარუდგინა გენერალურ დირექტორს.